რუსმა სამხედროებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა სამხედროებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

რუსმა სამხედროებმა, ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით, საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იტყობინება, სოფელ ახალუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა სამი ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. ორი დაკავებული კი სოფელ ხვითიდან არის.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ხუთივე მათგანი ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია მოთავსებული.