პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდის ინიციატივა შესაძლოა შეჩერდეს

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდის ინიციატივა შესაძლოა შეჩერდეს

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდის ინიციატივა შესაძლოა შეჩერდეს და ამ მიმართულებით ძალაში კანონის მოქმედი წესი დარჩეს. საქმე იმაშია, რომ ინტერფრაქციული ჯგუფის ფარგლებში დაფინანსების კომპონენტების გაზრდაზე პარტიების ერთ ნაწილს შორის თანხობა არსებობს, თუმცა იმავდროულად, შეთანხება ერთი მხრივ, პარლამენტს გარეთ დარჩენილ რიგ პარტიებს შორის, ხოლო მეორე მხრივ, კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის, არ შედგა. 

პარტიების დაფინანსების სადღეისოდ მოქმედი წესის დატოვებას ინტერფრაციული ჯგუფის ხელძღვანელი ზაქარია ქუცნაშვილი არ გამორიცხავს. ქუცნაშვილი ამ თემაზე ხვალ საზოგადოებისთვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობას გეგმავს.

"პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ორმა პარტიამ - "ქრისტიან-დემოკრატებმა" და "დემოკრატიულმა მოძრაობამ", ასევე კოალიციაში შემავალი "მწვანეთა პარტიის" ლიდერმა დეპუტატმა გიორგი გაჩეჩილაძემ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ცვლილებები გააპროტესტეს. შესაბამისად, არ არის სრული თანხმობა არც პარლამენტს გარეთ და არც პარლამენტს შიგნით. რადგანაც სრული შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, ამის გამო, შესაძლოა, დაფინანსების გაზრდა ადგილობრივი არჩევნების ჩატარებამდე შეჩერდეს და ეს ადგილობრივ არჩევნებს მიებას. არის კიდევ ერთი ვარიანტი, რომ ამ სამი პარტიის განსხვავებული პოზიციის გამო, დანარჩენი 20 პარტიის პოზიცია არ იყოს შეფერხებული და დაფინანსების ზრდის თაობაზე ცვლილებები მივიღოთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზაქარია ქუცნაშვილმა.

დეპუტატის ცნობით, პარტიათა დაფინანსების წესთან დაკავშირებით პროექტის ფარგლებში განიხილება ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ერთჯერად დაფინანსებას მიიღებს პირველი შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური გაერთიანება, ადგილობრივი არჩევნებისთვის.

საუბარია "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონზე და მასში დაგეგმილ ცვლილბებზე. პროექტის სამუშაო ვარიანტის თანახმად, რომელიც ჯერ მხოლოდ ინტერფრაციული ჯგუფის ფარგლებში განხილვის საგანს წარმოადგენს, პოლიტიკურ პარტიებს, შესაძლოა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბაზისო დაფინანსება გაუორმაგდეთ. იმავდროულად, იცვლება და მარტივდება დაფინანსების მოპოვების მიმართულებით კანონით დღეს განსაზღვრული ბარიერები. მაგალითად, პროექტის გათვალისწინებით, ბიუჯეტიდან პირდაპირ პარტიებზე გასანაწილებელი თანხების მოსაპოვებლად, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის სადღეისოდ დაწესებული 4%-იანი ბარიერი, 3%-ზე ჩამოდის. საბაზისო დაფინანსების ოდენობა კი, რომელიც "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთინებების შესახებ" მოქმედი კანონით წელიწადში 150 ათასი ლარია, პროექტის მიხედვით, 300 ათას ლარამდე იზრდება.