გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად თამარ სანიკიძე წარადგინა

გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრად თამარ სანიკიძე წარადგინა

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პოსტზე თამარ სანიკიძე ოფიციალურად წარადგინა. თამარ სანიკიძე ამ დრომდე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, მას სურს საზოგადოებას ახალ მინისტრთან ერთად ერთგვარი ანგარიში ჩააბაროს იმის თაობაზე, თუ რა განხორციელდა სამინისტროში მისი მინისტრობის პერიოდში.

მარგველაშვილის განცხადებით, პირველი და მთავარი, რაც გაკეთდა, არის ის, რომ მოხდა განათლების სისტემის დეპოლიტიზაცია.

მისივე თქმით, 25-დან 60%-მდე გაიზარდა პედაგოგების ხელფასები, ასევე გაიზარდა სკოლის ადმინისტარციის ხელფასები და ა.შ.