ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

ირაკლი ჩიქოვანმა პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს პრეზიდენტს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"2013 წლის 15 ივლისს კომისიაში შემოვიდა ირაკლი ჩიქოვანის ხელმოწერით ორი განცხადება, ერთი განცხადებით ის საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითხოვს მეორე განცხადებით კი, კომისიის ამჟამინდელ თავმჯდომარეს კარლო კვიტაიშვილს მიმართავს და საქართველოს პრეზიდენტის სახელზე დაწერილი განცხადების გადაგზავნას ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში", - ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

ირაკლი ჩიქოვანი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე 2009 წლის 13 ივნისიდან 2013 წლის 12 აპრილამდე იყო. 2013 წლის 12 აპრილიდან დღემდე კი კომისიის წევრის თანამდებობა ეკავა.