დავით უსუფაშვილი NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებით შეშფოთებულია

დავით უსუფაშვილი NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებით შეშფოთებულია

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ NDI-ს ბოლო კვლევის შედეგებით უკიდურესად შეშფოთებულია. დავით უსუფაშვილი საკუთარი შეშფოთების მიზეზებს შემდეგნაირად განმარტავს :

"გასულ წელს, ამ დროს რასაც ანალოგიური კვლევები "ქართულ ოცნებას" უწინასწარმეტყველებდა, არჩევნებზე დაახლოებით სამჯერ მეტი მივიღეთ, ახლა თუ კვლევით ამ შედეგს ვიღებთ და არჩევნებზე ორჯერ მეტ შედეგს მაინც მივიღებთ, ეს ქვეყნისთვის დემოკრატიის დასასრული იქნება, რადგან ალბათ 100%-ს გადავაჭარბებთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.