გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიას რამდენიმე საათში დაიწყებს.
ამის შესახებ მარგვრლაშვილმა ჟურნალისტებს დღეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში განუცხადა.
"სულ რამდენიმე საათში მინისტრი აღარ ვიქნები. დღეს, 14:00 საათზე წარვადგენ ახალ მინისტრს, ეს არის გარკვეული ბიუროკრატიული პროცედურა, რათა სამინისტროს მუშაობა არ შეჩერდეს. როგორც კი ეს შეხვედრა დასრულდება, მე თავისუფალი ვიქნები, რათა უფრო აქტიურად ჩავერთო წინასაარჩევნო კამპანიაში", - განაცხადა მარგველაშვილმა.