შოთა მალაშხია პაატა დავითაიასთან ალიანსს ქმნის

შოთა მალაშხია პაატა დავითაიასთან ალიანსს ქმნის

"ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ ერთი კანდიდატი შოთა მალაშხია პარლამენტის ყოფილი ვიცე სპიკერის პაატა დავითაიას პარტია "ევროპელ დემოკრატებთან" კონსულტაციებს მართავს, როგორც შოთა მალაშხიამ "პირველ რადიოსთან" საუბრისას განაცხადა ის არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და კონსულტაციებს მისი პარტიის "ქრისტიან კონსერვატიული" პარტიის სახელით მართავს. "მე და პაატა დავითაიას პარტია ანტისაოკუპაციო პოლიტიკსა და სოჭის ოლიპიადის თემაზე ვაპირებთ ფართო კოალიციის გაკეთებას, ვითანამშრომლებთ არასამთავრობო სექტორთანაც" განაცხადა შოთა მალაშხიამ. მისივე თქმით ამავე თემაზე კონსულტაციები "ახალ მემარჯვენეებთანაც" მიმდინარეობს .

მალაშხიას თქმით ის არ არის "ნაციონალური მოძრაობის" წევრი და საარჩევნო პრაიმერისშიც, როგორც ხუთი დეპუტატის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.