ირაკლი ალასანია გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია

ირაკლი ალასანია გიორგი მარგველაშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულია

თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი გაიმარჯვებს. ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

"არ გაგიკვირდებათ ალბათ თუ გეტყვით, რომ მე მხარს ვუჭერ გიორგი მაგველაშვილს და ასევე შინაგანი რწმენა მაქვს, რომ ასე იქნება. მარგველაშვილის გამარჯვებაზე მეტი იქნება ქართული დემოკრატიის წარმატება, რომ ეს არჩევნები იქნება სამაგალითო ყველა პარამეტრით როგორც წინაასარჩევნო კამპანიის კუთხით, ასევე ხმების დათვლის და საბოლოო შედეგების გამოცხადებით. ეს არის ის, რასაც ჩვენ ველოდებით არჩევნებში. ის, რომ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატებიდან ყველაზე ღირსეულია, მე პირადად ეჭვი არ მეპარება და დარწმუნებული ვარ მის გამარჯვებაში", - დასძინა ალასანიამ.