რიანამ დიდ ბრიტანეთში დუბლი შეასრულა

რიანამ დიდ ბრიტანეთში დუბლი შეასრულა

გამოცემამ “Official Charts Company” გუშინ გამოაქვეყნა წინა კვირის ბრიტანული ჰიტ-პარადის მორიგი ჩამონათვალი.

 

მუსიკალური ალბომების სათავეში ამერიკელი მომღერლის რიანას ახალი ნამუშევარი “Talk That Talk” მოექცა. საინტერესოა, რომ “ნისლიან ალბიონზე” ალბომი გაყიდვაში გამოსვლისთანავე პირველი კვირის განმავლობაში 160 ათასი ცალი გაიყიდა. ეს შედეგი სარეკორდო მაჩვენელი აღმოჩნდა და რიანამ დიდ ბრიტანეთში მიმდინარე წლის განმავლობაში ყველა მუსიკოს-შემსრულებელსა და ჯგუფს აჯობა.

 

ალბომში “Talk That Talk” შესული კომპოზიცია “We Found Love” დიდ ბრიტანეთში წინა კვირის სინგლების ჩართის გამარჯვებული გახდა.

 

საინტერესოა რომ მიმდინარე წელს რიანამ დუბლი უკვე მეორედ შეასრულა. იანვარში ადგილობრივ ჩართებში ერთდროულად იმარჯვა მისმა დისკმა “Loud” და კომპოზიციამ “What's My Name”.

 

ბრიტანული მუსიკალური ალბომების წინა კვირის ჩართის მეორე პოზიცია One Direction-ის ნამუშევარმა “Up All Night” დაიკავა, მესამე კი მომღერალი მაიკლ ბუბლეს ჩანაწერი “Christmas” აღმოჩნდა.

 

სინგლების ჰიტ-პარადში მეორე ადგილი Olly Murs-ის კომპოზიციას “Dance With Me Tonight” ერგო, მესამეზე კი Flo Rida-ს სინგლი “Good Feeling” გავიდა.