ცნობილი ამერიკელი მსახიობი ჯონი დეპი შესანიშნავი მომღერლის თვისებებით არის დაჯილდოებული.
ცოტა ხნის წინ ჯონი დეპმა საკუთარი ჯგუფი “Johny Depp Band” ჩამოაყალიბა.
რამდენიმე კვირის წინ ამ ჯგუფთან ერთად მსახიობმა ოთხი კომპოზიცია ჩაწერა. ამ ალბომში შევიდა დეპის ინსტრუმენტალური ტრეკი, კომპოზიცია, რომელსაც ჯ.ჯ. ჰოლიდეისთან ერთად ასრულებს. ამის გარდა მან კიდევ ორი სიმღერა მოამზადა.
ცნობილია, რომ თავის დროზე დეპი სცენაზე რამდენიმე ცნობილ მუსიკოსთან ერთად გამოსულა. მათ რიცხვში არიან ნოელ გალახერი, ჯგუფი “The Rolling Stones”-ის გიტარისტი კიტ რიჩარდსი და “Red Hot Chilli Peppers”-ის წევრი ფლი.
ჯონი დეპის მეუღლე ფრანგი მომღერალი ვანესა პარადია. ამ წყვილის შემოქმედების თაყვანისმცემლებს ყოველთვის სურდათ, რომ ცოლ-ქმარს დუეტი ჩაეწერათ. წინა კვირას მათ ეს ოცნება აუსრულდათ.
ვანესამ და ჯონმა ცნობილი ფრანგი პოეტის, კომპოზიტორის, მსახიობისა და მომღერლის სერჟ გინზბურგის კომპოზიცია “Ballade De Melody Nelson” ჩაწერეს. ამ სიმღერამ თავის დროზე დღის სინათლე 1971 წელს იხილა.
მიმდინარე წელს გინზბურგის გარდაცვალებიდან 20 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით საფრანგეთში გამოსაცემად ახალი ალბომი მზადდება. მასში მომღერლის პოპულარული კომპოზიციების თანამედროვე ქოუვერ ვერსიები იქნება წარმოდგენილი. პარადი-დეპის მიერ შესრულებული კომპოზიციაც მათ გვერდით დაიკავებს ადგილს.