"ხუთშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნა უცხოეთში მცხოვრები ქართველების დაცინვაა"

საგარეო საქმეთა ყოფლი მინისტრის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ხუთშაბათ დღეს არჩევნების დანიშვნა უცხოეთში მცხოვრები ქართველების დაცინვაა.

ამის შესახებ ზურაბიშვილი facebook-ის თავის გვერდზე წერს.

"როდემდე უნდა მოითმინოს უცხოეთში მყოფმა ქართველობამ დამცირება და მეორე კატეგორიის ადამიანებად მიჩნევა? ხუთშაბათს არჩევნების დანიშვნა, სხვა "რთულ" გათვლებთან ერთად, არის ამ ხალხის დაცინვა, მათი მდგომარების გაუთვალისწინებლობა და ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი პრეზიდენტი უცხოეთში გადახიზნულ ქართველებს არაფრად თვლის, არ ენდობა და მისი ხმების იმედი არ გააჩნია (სწორი შეფასება კი არის მათი მხრიდან). ჯერ კიდევ კანტიკუნტად არსებული "მიშისტები" უცხოეთში ამაზე, ალბათ, უნდა დაფიქრდნენ და სხვებმა ამას რამე რეაქცია უნდა მისცენ, მათ მაინც, ვისთვისაც ეს ხმა რაღაცას ნიშნავს და ქვეყნის სრულყოფილ მოქალაქედ ყოფნის სურვილი ამოძრავებს", - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.