ჯაბა სამუშია:

ჯაბა სამუშია: "ნაცმოძრაობის" დატოვებას სულ მცირე 6 ადამიანი აპირებს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრის ჯაბა სამუშიას ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ბაზაზე კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნება. 

როგორც ჯაბა სამუშიამ დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თვის ბოლომდე "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას სულ მცირე 6 ადამიანი აპირებს, რის შედეგადაც, თბილისის საკრებულოში მინიმუმ ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება.

"თვის ბოლომდე ველოდები კიდევ რამდენიმე ფრაქციის ფორმირებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბაზაზე. ეს ადამიანები თავიანთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საზოგადოებას ახლო მომავალში გააცნობენ. შესაძლებელია, კიდევ დამატებით სულ მცირე ორი ფრაქცია ჩამოყალიბდეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ბაზაზე", - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.