ეგვიპტის პრეზიდენტმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა

ეგვიპტის პრეზიდენტმა ულტიმატუმის შესრულებაზე უარი თქვა

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოჰამედ მურსიმ უარი თქვა შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭოს ულტიმატუმის შესრულებაზე – ქვეყნის ყველა მოქმედ პოლიტიკოსს 48 საათის განმავლობაში დაეტოვებინა პოსტი. 

ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება.

პრეზიდენტის განცხადებით, ის გააგრძელებს ქვეყნის აღმშენებლობას, რადგან დაუშვებლად მიაჩნია უკან დახევა და 2011 წლის 25 იანვარს მომხდარი რევოლუციის მონაპოვრის ღალატი.
მოჰამედ მურსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტი ყველაფერს იღონებს ხალხის შერიგებისთვის.

ეგვიპტური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოჰამედ ქამელ ამრიმ. თუ მისი განცხადება დაკმაყოფილდა, ის იმ ხუთ მინისტრს შეუერთდება, რომელთაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გამო თანამდებობა დატოვეს.

გუშინდელი შეტაკებების შედეგად ეგვიპტეში 8 ადამიანი დაიღუპა. ქაიროში, დემონსტრანტებმა პარტია "მუსლიმთა საძმოს" შტაბ-ბინა შტურმით აიღეს.