რიჩარდ ნორლანდი:  აშშ-ის სურვილია, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს

რიჩარდ ნორლანდი: აშშ-ის სურვილია, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის სურვილია, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს , - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს სამედიცინო უნივერსიტეტში განუცხადა.

ამასთან, ჟურნალისტის კითხვას, შესაძლოა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის ცვლილებამ ხელი შეუშალოს საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს პროცესში მონაწილეობაში, ამერიკის ელჩმა უპასუხა, რომ არ შეუძლია თქვას, შეუქმნის თუ არა თარიღის ცვლილება ამ ადამიანებს სირთულეებს.

"ამერიკის შეერთებული შტატები და საერთაშორისო თანამეგობრობა მჭიდროდ დააკვირდება საქართველოს მიერ გადადგმულ შემდეგ ნაბიჯს დემოკრატიის გზაზე და მის შესაბამისობას საერთაშორისო პრინციპებთან", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები 31 ოქტომბერს, ხუთშაბათს გაიმართება.