ქართველი კრიმინალების რვა კაციანი ჯგუფი დააკავეს იტალიელმა სამართალდამცველებმა.
დაკავებულები ეჭვმიტანილი არიან ბინების ძარცვაში, ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და იარაღის უკანონო ტარებაში.
პოლიციის ინფორმაციით, ისინი ძირითადად სამ ქალაქში მოქმედებდნენ. სამართალდამცველებმა დაკავებულების ბინებიდან მოპარული ნივთები ამოიღეს.