მაია ფანჯიკიძე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას

მაია ფანჯიკიძე - საფრანგეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საფრანგეთი ვილნიუსის სამიტის წინ სრულად უჭერს მხარს საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ საფრანგეთში, ფრანგ კოლეგას ლორან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"შეხვედრაზე ფართოდ მიმოვიხლეთ ორმხრივი ურთიერთობის საკითხები. ასევე ვისაუბრეთ საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. საფრანგეთის მინისტრმა აღგვითქვა დახმარება ყველა იმ საკითხში, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. ვილნიუსის სამიტის წინ საფრანგეთის სრულად უჭერს მხარს საქართველოსათვის ასოცირების შეთანხმების პარაფირებას. საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ ვითარებას, კოაბიტაციის პროცესს და მოახლოებულ არჩევნებს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძმ.

მინისტრის განცხადებით, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის დროს ისაუბრეს ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაზე. როგორც მაია ფანჯიკიძემ აღნიშნა, საფრანგეთის მხრიდან დიდია დაინტერესება და პოტენციალი, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს და განვითარდეს ეკონომიკური ურთიერთობა. შეხვედრაზე მინისტრები ასევე შეეხნენ პრობლემატიურ საკითხებსაც, რაც საფრანგეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფებების საქმიანობას უკავშირდება.