ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს

ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს

სამართალდამცავებმა ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით რვა ადამიანი დააკავეს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სპეცოპერაცია აეროპორტის დასახლებაში წუხელ, ღამის 12 საათზე ჩატარდა. ორი მათგანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, დანარჩენი ექვსი კი პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს.

როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, წუხელ მათი დაცვის ქვეშ მყოფების მონახულების საშუალება არ მიეცათ.

ერთ-ერთი ადვოკატის, ზურაბ როსტიაშვილის განცხადებით, ამ ხნის მანძილზე ვერ ახერხებს თავის დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას, რაც, მისი თქმით, პროცესუალური დარღვევაა.

დაკავებულთა ნაწილმა საპყრობილე ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილების შედეგად რამდენიმე თვის წინ დატოვა.