ნინო ბურჯანაძე: დავამთავრებ ამ გაუგებარ კოჰაბიტაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან

ნინო ბურჯანაძე: დავამთავრებ ამ გაუგებარ კოჰაბიტაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან"

დემოკარტიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურძანაძე დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გაიმარჯვებს.
„პირველ ტურში იქნება თუ მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებ!", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

ბურჯანაძის თქმით არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი დაასრულებს კოჰაბიტაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან".

„გამარჯვების შემდეგ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ქვეყანას დაუბრუნდეს თავისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, ჩვენ დღეს არ ვართ ქვეყანა, პრაქტიკულად ჩვენი სამშობლო დღეს საერთაშორისო დახმარებების ან განხილვების ობიექტია. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანაში იყოს მართლაც გამყარებული ის უმნიშვნელოვანესი ფასეულობები, ტრადიციები და სიახლეებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ნორმალური და სწორი განვითარებისათვის. რაც ძალიან მნიშვნელოვანია! მე დავამთავრებ ამ გაუგებარ კოჰაბიტაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან", ამ დამნაშავე ორგანიზაციასთან და რეალურად დაიწყება სამართლიანობის აღდგენა, დაიწყება ეკონომიკური ზრდა, დაიწყება ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყანა განვითარების ნორმალურ რეჟიმზე გადავა.

„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა ნინო ბურჯანაძემ ასევე არ გამორიცხა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურის შესაძლებლობა და განაცხადა, რომ ამაში ტრაგიკული არაფერია.

„ეს შეიძლება პროცესისათვის ნორმალურიც იყოს. ამას არ აქვს მნიშვნელობა, პირველ ტურში იქნება თუ მეორე ტურში, დარწმუნებული ვარ რომ გავიმარჯვებ- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.