"ნაციონალური მოძრაობა" დანაშაულებრივი ბანდა, სისტემა და რეჟიმია, რომელიც უნდა გასამართლდეს. ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძრის დიაკონი მამა ელიზბარ დიაკონიძე გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აცხადებს.
მისივე განმარტებით, წინა ხელისუფლებასთან კოჰაბიტაცია დაუშვებელია. მამა ელიზბარის განმარტებით, "ის რაც საქართველოში ხდება, თუ ესა კოჰაბიტაცია, მაშინ მართლმადიდებლობის ენაზე ეს ითარგმნება, როგორც ეშმაკთან წილნაყარობა".
მამა ელიზბარი აქვე ფარულ ჩანაწერებზეც საუბრობს. მისი განცხადებით, ფარული ვიდეო თუ აუდიოჩანაწერები სასულიერო იერარქიაზეც არსებობს. მისი თქმით, "გადაღებულია სასულიერო პირების მრუშობის კადრები, ჩაწერილია მათი გინება და ბილწსიტყვაობა".
"სააკაშვილმა ეპისკოპოსებს "ჯიპები" რომ დაურიგა, ყველაში მოსასმენი აპარატურა იყო ჩამონტაჟებული და სასულიერო პირებზე ფარული ჩანაწერების უმეტესობა სწორედ ამ გზით მოიპოვეს", - აცხადებს იგი.