„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ განცხადების გაკეთება მიწევს, მაგრამ ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა და პასუხისმგებლობა მავალდებულებს ღიად და გულწრფელად განვაცხადო, რომ ქ.ფოთის მერი ბ-ნ დ. სარსანია არღვევს კანონს და ჩადის დანაშაულს, რაც გამოიხატება შემდეგში.
ა) იგი მაიძულებს დავწერო განცხადება და წავიდე სამსახურიდან მხოლოდ იმის გამო, რომ არ მთვლის „საკუთარი გუნდის“ წევრად. მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი და არ მესმი ბ-ნ სარსანიასათვის რა გუნდის წევრობაა მისაღები. საკუთარ გუნდად ალბათ, ან უარეს შემთხვევაში, მიიჩნევს მის აგენტურულ ქსელს, რომელიც კუდის უფროსობის პერიოდში შიქმნა.
ბ) დ. სარსანია პირად საუბრებში არ მალავს, რომ ჩემი სამსახურიდან წასვლა განაპირობა იმან, რომ მე არ ვაწვდი ინფორმაციას ვის ვხვდები, ვის ველაპარაკები ან ვინ მოდის ჩემთან. მას საჯარო სამსახური, თვითმმართველობა, ძველი დრო გონია, როდესაც იგი კუდ-ის უფროსი იყო და აიძულებდა ადამიანებს მისი ინფორმატორები ყოფილიყვნენ.
გ) ასეთი საქციელი მიმაჩნია ჩემი უფლებების და ღირსების შემლახავ ქმედებად, ასევე კანონის დარღვევაა, როდესაც მაიძულებს დავწერო განცხადება სრულიად უმიზეზოდ.
დ) მან რამდენჯერმე დამიბარა და მომთხოვა წასვლის თაობაზე განცხადება დამეწერა.
შეგნებულად ხდება ხელის შეშლა ჩემი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს - რამდენჯერმე წერილობით მივმართე მერიას რათა დახმარებოდა სამსახურს ხელოვნური პრობლემების გადასაწყვეტად, მათ არანაირი ზომები არ მიიღეს.
მიმაჩნია, ის რაც ხდება მერის, სარსანიას მხრიდან, არის კანონის უხეში დარღვევა, საჯარო მოხელის შეუფერებელი საქციელი. ქუჩური გარჩევის მეთოდით, მუქარით, იძულებით პირადი მიზნებით მაიძულოს უარი ვთქვა სამსახურეობრივ საქმიანობაზე.
ეს არის დანაშაული და მივმართავ საგამოძიებო ორგანოებს დღესვე მოახდინონ ამ ფაქტზე შესაბამისი რეაგირება“.