საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 27 ოქტომბრის გამოცხადება ტექნიკური შეცდომა იყო.
მისი თქმით, შესაბამისი სამართლებრივი აქტი არჩევნების 31 ოქტომბერს გამართვასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე გადაეგზავნა.
პრეზიდენტის განკარგულება ადმინისტრაციის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.