აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სან-მარინოს ესტუმრა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, დელეგაციას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიაჩესლავ ჩირიკბა ხელმძღვანელობს.
სხვადასხვა ღონისძიების ფარგლებში, რომელიც მიმართულია დიპლომატიური და საზოგადოებრივი კონტაქტების დამყარებისკენ, ჩირიკბამ რიგი შეხვედრები გამართა. მათ შორის შეხვედრა გაიმართა სან-მარინოს იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ასევე სან-მარინოს პარლამენტის დეპუტატ ივან ფოსკისთან და სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებთან.
ვიაჩესლავ ჩირიკბა ასევე სიტყვით გამოვიდა სემინარზე, რომლის სახელწოდება იყო "კავკასია: მშვიდობის მშენებლობა".