გლდანის მერვე საპყრობილის ყოფილი თანამშრომელი ბორის ფარულავა,9 თვიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდა.
ბორის ფარულავა “ქრონიკა +”-ს სკანდალურ ინტერვიუს აძლევს,
“ციხეებში სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა რაც გლდანში ალექსანდრე მუხაძე დაინიშნა დირექტორად, ის ბაჩანა ახალაიას შვილის ნათლია იყო და ყველა მითითებას სწორედ მისგან იღებდა, მის დროს დარიგდა ვიდეო კამერები და დაიწყეს პატიმართა წამების ფირზე გადაღება.
პარალელურად, ალექსანდრე მუხაძე იყო მე-18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორიც და ამავე დროს ასრულებდა გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორის მოვალეობას, გორის ჰოსპიტლის ექიმები ალექსანდრე მუხაძესთან თათბირზე გლდანის ციხეში დადიოდნენ და პარალელურად, ე.წ. “რესბალნიცაზეც”მუშაობდნენ. მას შემდეგ რაც რამდენიმე მათგანს მუხაძესთან კონფლიქტი მოუვიდა, ისინი გორის ჰოსპიტალიდანაც გაათავისუფლეს.. მე ვიცი რომ ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაღუპული ჩეჩენების გვამები მე-18 სამკურნალო დაწესებულების მორგში მიიტანეს შესანახად,შემდეგ კი ცხედრები პატრონებს გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე გვიან ღამით გადასცეს”-აცხადებს “ქრონიკა +”თან საუბარში ბორის ფარულავა.