"ქართული ოცნება" საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.
მისი თქმით, არა აქვს მნიშვნელობა, არჩევნები რომელ ოქტომბერს ჩატარდება. "არა აქვს მნიშვნელობა, არჩევნები 25 ოქტომბერს, 27 ოქტომბერს თუ პირველ ოქტომბერს იქნება, ჩვენ ამისათვის მზად ვართ. ოქტომბერი დადებით ემოციებთან ასოცირდება, რადგან ბოლო არჩევნებმა ქვეყნის პერსპექტივას მისცა დასაბამი", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, საპრეზიდენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო კვირას, 27 ოქტომბერს გაიმართება.