"თალიბანის" სახელით გავრცელებულ ვიდეომასალასთან დაკავშირებით გამოძიებაში სიტუაცია გართულებულია, - ამის შესახებ ვიცე სპიკერმა, მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის დახურული სხდომის შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, შსს-ს წარმომადგენლებმა დეპუტატებს უთხრეს, რომ ამ დანაშაულს აუცილებლად გახსნიან.
"გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურად. მასში ჩართულები არიან ამერიკის სადაზვერვო სამსახურები. გვითხრეს, რომ აუცილებლად მოხდება ამ დანაშაულის გახსნა. კონკრეტული ვადის თქმა არ შემიძლია, რადგან საკმაოდ გართულებულია სიტუაცია, რადგან რამდენიმე ცრუ IP მისამართი კვალის არევის მიზნით იქნა გამოიყენებული. ამაზე საკმაოდ ბევრი სამუშაო ჩატარდა, თუმცა კონკრეტული პირები გამოვლენილნი არ არიან", - აღნიშნა კობახიძემ.