დათა ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს და დავით ჩხიტუნიძეს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალი დღეს დაუდგინდათ. ბრალდებების ფორმულირების შესახებ პროკურატურა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გარემოებების დადგენის მიზნით წარმოებული გამოძიების ფარგლებში გამოტანილი იქნა დავით ახალაიას, (იმ დროისათვის - საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის უფროსი) ოლეგ მელნიკოვისა (იმ დროისათვის - საქართველოს შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთოების დაცვის დეპარტამენტის პირველი განყოფილების უფროსის მოადგილე, ოპერატიული თანამშრომელი) და დავით ჩხიტუნიძის (იმ დროისათვის - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე) ბრალდების დადგენილებები.
დავით ახალაიას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხოფით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 1441 -ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის "ბ", "დ", "ე", "ზ" "თ" ქვეპუნქტებით (წამების რგანიზება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი პირის მიმართ, ჯგუფურად, სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირთა მიმართ, შეკვეთით ; 2006 წლის 30 მაისისამდე მოქმედი რედაქციით), სსკ 25, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის "ა", "გ", "ზ" ქვეპუნქტებით (თავისუფლების უანონო აღკვეთის ორგანიზება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) და სსკ 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (თანამდებობის პიროტად გამოყენება).
ოლეგ მელნიკოვს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-143-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეორე ნაწილის "ა", "გ", "ზ" ქვეპუნქტებით (დახმარება თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის გაადვილების მიზნით; 2006 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
დავით ჩხიტუნიძეს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამი ეპიზოდისათვის; (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება);
ბრალდებულების ადვოკატებს კანონით დადგენილ ვადაში ჩაბარდებათ დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვისა და დავით ჩხიტუნიძის ბრალდების დადგენილებები.