თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ნიკო ხაჩირაშვილი დარწმუნებულია, რომ კოკი იონათამიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.
ამის შესახებ ხაჩირაშვილმა დღეს იონათამიშვილის გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
"კოკი იონათამიშვილი ღირსეული ადამიანია, წარმატებული ყველა იმ მიმართულებით, რა საქმეშიც ჩართული იყო. მე პირადად მასთან არ მისაუბრია, თუმცა პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ეს მისი დამოუკიდებელი და სუბიექტური გადაწყვეტილებაა. შემდგომ პროცესებზე ცოტა რთულია საუბარია, მთავარია, რომ დღეს შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის საკრებულოში უმცირესობაშია", - განაცხადა ნიკო ხაჩირაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კოკი იონათამიშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დატოვების მიზეზები ვრცელ განცხადებაში განმარტა. იონათამიშვილი თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე იყო.
ცნობისთვის, იონათამიშვილი აღნიშნული ფრაქციის თავმჯდომარე მას შემდეგ გახდა, რაც ის ნიკო ხაჩირაშვილმა დატოვა.