"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან შეურაცხმყოფელია იმ განცხადებების კეთება, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მხრიდან შეურაცხმყოფელია იმ განცხადებების კეთება, რომ მათზე ზეწოლა მიმდინარეობს".

ამის შესახებ ვოლსკიმ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს დეპუტატის კოკი იონათამიშვილის მიერ ფრაქცია ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ დატოვების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

"სიტყვები არ მყოფნის შევაფასო ის ტრაგიზმი, რაც ბოლო პერიოდში გავრცელებულმა კადრება დაადასტურა. ჩემთვის ნათელია, რომ დანაშაული სისტემური იყო და ამ დანაშაულს სახელმწიფო მთელი ერის წინაშე ჩადიოდა. ეს იყო სისტემა, რომელიც მოსახლეობის დათრგუნვას ემსახურებოდა. მე არ მესმის, როგორ შეიძლება, ზეწოლა მოახდინო ადამიანზე, რომელიც ფიქრობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მისი რეალობა არ არის და უნდა რომ ეს პარტია დატოვოს. ამასთანავე, მიმაჩნია, რომ ქართული საზოგადოებისთვის დამამცირებელია გამონათქვამები, რომ მათ გადაწყვეტილება ზეწოლის გამო მიიღეს. ამასთან, პარტიის მთავარსარდლის მხრიდან ამ თემაზე სრულიად არაადეკვატური განცხადებები კეთდება", - განაცხადა ვოლსკიმ.