კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება პიროვნული თუ კარიერული კომფორტისთვის მიიღო

კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილება პიროვნული თუ კარიერული კომფორტისთვის მიიღო

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის დავით დარჩიაშვილის აზრით, საკრებულოს წევრმა კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პირადი კარიერული კომფორტისთვის მიიღო. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე დარჩიაშვილმა განაცხადა, იონათამიშვილმა ვერ გაუძლო იმ ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ კლიმატს, რომელიც აშკარად დევნის ხასიათს ატარებს.

"მიმაჩნია, რომ კონკრეტულად ამ პირმა ვერ გაუძლო ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ კლიმატს, რაც აშკარად დევნის ხასიათს ატარებდა. თავისი პიროვნული თუ კარიერული კომფორტისთვის მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეს ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია" ,- აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, პიროვნულად იყო თუ არა იონათამიშვილზე ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან, მიმდინარეობდა თუ არა მასთან რაიმე სახის მოლაპარაკებები, როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, ამასთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის.