ბაზრობებზე მოვაჭრეებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2014 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ

ბაზრობებზე მოვაჭრეებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2014 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ

ბაზრობებზე მოვაჭრეებს სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულება 2014 წლის 1 იანვრამდე გადაუვადდათ. ძალაში შევიდა პარლამენტის მიერ, გასულ კვირას "საგადასახადო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც, მოვაჭრეთა ამ კატეგორიას სალარო აპარატებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათი მომავალი წლის ბოლომდე გაუგრძელდათ. აქამდე მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით, მათ სალარო აპარატების გარეშე საქმიანობის უფლება სწორედ დღეიდან - 1 ივლისიდან ეწურებოდათ.

პარლამენტის მიერ მიღებული კანონის თანახმად, 2014 წლის 1 იანვრამდე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები, რომლებიც არ იყენებენ დაქირავებულ პირთა შრომას და ახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას ბაზრის (ბაზრობის) ტერიტორიაზე განლაგებული არასტაციონარული სავაჭრო ადგილიდან, მათ შორის, დახლიდან.