დათა ახალაიას დღეს ბრალს დაუმძიმებენ

დათა ახალაიას დღეს ბრალს დაუმძიმებენ

ძებნაში მყოფ დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის ეპიზოდზე ბრალს დღეს, დაუსწრებლად დაუმძიმებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ახალაიას ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა აცნობა, ბრალის წარდგენა თბილისის პროკურატურაში დღეს, 17:00 საათზე მოხდება. 

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი ხელისუფლების პირობებში დაწყებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს ე.წ. შარდენის სუფრიდან სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორების ბრძანება კუდ-ის მაშინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა.

გამოძიების მიხედვით, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა მომხდარის გამოძიება 2006 წელს სწორედ დათა ახალაიას დაავალა. ვანო მერაბიშვილს გირგვლიანის ეპიზოდზე ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროიტად გამოყენების მუხლით უკვე დაუმძიმეს.