ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დატოვოს მერაბიშვილმა პარტია

ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დატოვოს მერაბიშვილმა პარტია

ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა დატოვოს "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა პარტია, - ამის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით დარჩიაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პრესაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას აღნიშნა. პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამორიცხული არ არის, ვანო მერაბიშვილმა პარტია დატოვოს და "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი გიორგი ვაშაძე გახდეს. 

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის თანამდებობრივ მდგომარეობას, როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, ეს ცალკე განხილვის საგანია.

"საკმაოდ შეზღუდული კომუნიკაციაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანთან, იმ ვითარებიდან გამომდინარე რაც არსებობს, მაგრამ მასთან შედგება კომუნიკაცია და ამის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ამ და სხვა საკითხებზე, პარტიის შიდა სტრუქტურულ მომავალზე", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, პარტია რჩება ერთიან იდეოლოგიურ და პოლიტიკურ ორგანიზმად, რომლის გამაერთიანებელი არის იდეა და ბუნებრივია, პარტიის მმართველობის პერიოდში ჩადენილ ყველა დანაშაულზე, პარტია პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა. კერძოდ, ეს იქნება სამეგრელოში 2011 წელს ჩადენილი დანაშაული თუ სხვა.

დარჩიაშვილმა კოკი იონათამიშვილზეც გააკეთა კომენტარი. "მაგრამ იონათამიშვილის არ იყოს, თუ რომელიმე ადამიანს აქვს შინაგანი დისკომფორტი და ვერ გაურჩევია პოლიტიკური პასუხისმგებლობა სამართლებრივ-მორალური პასუხისმგებლობისაგან, ეს კონკრეტული პიროვნების გადასაწყევტია" , - აღნიშნა დარჩიაშვილმა.

რაც შეეხება იმას, რამდენად მოსალოდნელია, რომ გიორგი ვაშაძე გახდეს პარტიის გენმდივანი, დარჩიაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით საუბარი არ სმენია.