დავით ზურაბიშვილი:  „ქართული ოცნება“ მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსება

დავით ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსება

გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი აცხადებს რომ „ქართული ოცნება“ მალე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაემსგავსება. მისი თქმით, ადამიანი ჯერ უნდა დაკითხო და მერე დაიჭირო და დაკავების პროცესი სრული კანონის დაცვით უნდა განხორციელდეს.

“წესი ასეთია: ჯერ უნდა დაკითხო და შემდეგ დააკავო. შესაბამისად, დაკავების პროცედურები კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელდა. არ მესმის, ეს დაკავება მაინცდამაინც რასმუსენის ვიზიტს, რომ არ დამთხვეოდა, მეორე ან მესამე დღეს ვინმე გაგვექცეოდა? ყველაზე მეტად მაინც ის ფაქტი არ მომეწონა, რომ დანაშაულის მტკიცებულებად ბანკომატიდან ფულის მოხსნის პროცესი ვიხილეთ. ეს იდიოტიზმზე მეტია! ბანკომატიდან მეც ვიღებ ხოლმე ხელფასს, მაგრამ ამის გამო დამნაშავედ უნდა გამომაცხადო? საერთოდ, რას გვიჩვენებ ამ კადრებს, ნაციონალური მოძრაობა ხარ? ჩემი კითხვები და პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისკენაა მიმართული. დაუშვებელია ხელისუფლებისა და საგამოძიებო სამსახურის პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით ხორციელდებოდეს. იმ ტიპის ქვეყანა არ ვართ, რომ თავს უფლება მივცეთ, ნატო-ს დელაგაციის ვიზიტის პარალელურად, მსგავსი სკანდალი ავაგოროთ, მით უმეტეს, სწორედ იმ დროს, როცა რასმუსენი პოლიტიკური კოჰაბიტაციის აუცილებლობასა და პოლიტიკური დაკავების პრევენციაზე საუბრობდა“ – განაცხადა დავითაშვილი.