თბილისის მერი გიგი უგულავა დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.
უგულავა დიპლომატებს თბილისის მერიის დაკავებული მაღალჩინიოსნების საქმის დეტალებს აცნობს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიის 4 მაღალჩინოსანს რუსთავის სასამართლომ გუშინ წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მათ დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხების მითვისებას ედავება.