"როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერები ტოვებენ"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერები ტოვებენ.

ამის შესახებ ცაგარეიშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს დეპუტატ კოკი იონათამიშვილის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

"მე როგორც ვიცი, იონათამიშვილი საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი იყო. ეს უკვე მეორე ლიდერია, რომელიც ამ ფრაქციას ტოვებს, ხაჩირაშვილის შემდეგ. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობას" ლიდერები ტოვებენ. მე მიხარია და მივესალმები ამ ტენდენციას. ნებიმისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს და გადაწყვეტს, მოინანიოს წარსულში ჩადენილი ცოდვები, ეს მისასალმებელია. თუ ადამიანი მოდის იქიდან, სადაც უკეთურობა ზეობს, ჩვენ ვერ ვეტყვით, რომ შენ იმ ჭაობში დარჩიო. ასე, რომ, თუკი ოფიციალურად დადასტურდა ეს ინფორმაცია, მე ამას მივესალმები", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.