"ნაციონალები" კოკი იონათამიშვილის გადაწყვეტილებაში ტრაგედიას ვერ ხედავენ

"ნაციონალები" პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კოკი იონათამიშვილის გადაწყვეტილებაში ვერანაირ ტრაგედიას ვერ ხედავენ. 

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე, დეპუტატმა დავით საყვარელიძემ განაცხადა, ეს მისი არჩევანია, ეს არის პოლიტიკა და ტერორს ბევრი ადამიანი ვერ უძლებს.

"სამწუხაროდ ამ, მასშტაბის ტერორს ბევრი ადამიანი ვერ უძლებს, ბევრს ნებისყოფა აქვს, ბევრს - არა, ზოგის ფასეულობები რაღაც ბზარსაც განიცდის. ამიტომ ეს კოკის არჩევანია. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას იმ თანაგუნდელებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვინც როცა ზურგს უკან გიდგას, იმედი გაქვს. არავითარი ტრაგედია ამაში არ არის", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისვე თქმით, რაღაც ეტაპზე, ზოგის ნებისყოფა იბზარება არსებული მდგომარეობიდან და ზეწოლიდან გამომდინარე და ამიტომ, ამაში არანაირი ტრაგედია არ არის.

კოკი იონათამიშვილმა პარტიის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა.