რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებული იქნება

რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებული იქნება

ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ საპრეზიდენტო არჩევნები წარმატებული იქნება. როგორც სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" , სახალხო დამცველისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის შემდეგ, ნორლანდმა განაცხადა, მომავალი არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოება ყურადღებას გაამახვილებს.

"ვფიქრობ ამ არჩევნების მიმართ ისევე, როგორც ყველა არჩევნების მიმართ, აშშ, ევროპა, სხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებას გაამახვილებენ. ეს საქართველოს დემოკრატიისკენ გადადგმული მეორე ნაბიჯია და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატებული არჩევნები იქნება", - განაცხადა ნორლანდმა.