„ნაბეღლავს“ რუსეთში არ უშვებენ

„ნაბეღლავს“ რუსეთში არ უშვებენ

რადიო „კომერსანტისთვის“ ცნობილი ხდება, რომ რუსული მხარე „ნაბეღლავს“ ვიზას არ აძლევს. როგორც ჩვენთან საუბარში მინერალური წყლების კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, ამის გამო პროდუქციის ბაზარზე გატანა გვიანდება.

ავთანდილ სვიმონიშვილის თქმით, ვიზის მიღება სოფლის მეურნეობის სამინისტროს უნდა უზრუნველყო, თუმცა ახლა ამ საკითხზე უკვე საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს.

სვიმონიშვილის განცხადებითვე, მათთვის უცნობია, რა მიზეზით ეუბნება რუსეთი „ნაბეღლავს“ ვიზის გაცემაზე უარს, თუმცა კომპანიამ უკვე დაიქირავა იურიდიული ფირმა, რომელიც აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე იზრუნებს.