დაინტერესებული ვართ, მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებული პროცესი კანონის დაცვით განხორციელდეს

დაინტერესებული ვართ, მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებული პროცესი კანონის დაცვით განხორციელდეს

დაინტერესებული ვართ, რომ მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებული პროცესი კანონის უზენაესობის დაცვით განხორციელდეს , - ამის შესახებ ამერიკის ელჩმა საქართველოში, რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებს მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებებზე კომენტირებისას სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" განუცხადა. 

ნორლანდის თქმით, აღნიშნულ საქმეს იგი თვალყურს ადევნებს.

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს და როგორც სხვა საქმეებში, დაინტერესებული ვართ, რომ ეს პროცესი კანონის უზენაესობით დაცვით განხორციელდეს", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა.