ქუთაისის მერს იმპიჩმენტით ემუქრებიან

ქუთაისის მერს იმპიჩმენტით ემუქრებიან

ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი", რომელიც ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ქუთაისის მერის დიმიტრი კოპალიანის იმპიჩმენტით იმუქრება. 

დღეს ბრიფინგი გამართა "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა გოჩა თევდორაძემ. მისი განცხადებით, ისინი ქუთაისის მერს დიმიტრი კოპალიანს მუშაობას უწუნებენ. თევდორაძის თქმით, მერიის სტრუქტურების მუშაობა პარალიზებულია, რის გამოც, ფრაქციამ შესაძლოა, ქალქის მერს იმპიჩმენტი გამოუცხადოს.

"ჩვენმა წარმომადგენლებმა ავირჩიეთ ქალაქის მერად კოპალიანი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, დღეისათვის აბსოლუტურად პარალიზებულია მერიის სტრუქტურების მუშაობა. ვერ ხერხდება საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, შეჩერებულია პროექტები და მოქალაქეები დროულად ვერ იღებენ მათთვის აუცილებელ საკითხებზე პასუხებს. სწორედ ამიტომ, შესაძლოა, როგორც ავირჩიეთ ქუთაისის მერი ორ კვირაში ისევ გადავირჩიოთ" ,- განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

საკრებულომ დიმიტრი კოპალიანი ქუთაისის მერად 5 ივნისს დაამტკიცა.