სოციალურად დაუცველებს დახმარება გაუორმაგდათ

სოციალურად დაუცველებს დახმარება გაუორმაგდათ

დღეიდან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს დახმარება გაუორმაგდათ. როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ნოე ქინქლაძემ "ექსპო ჯორჯიას" მეექვსე პავილიონში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამიერიდან, სოციალური დახმარება ოჯახის პირველ წევრზე 60 ლარი, დანარჩენ წევრებზე კი 48 ლარით განისაზღვრება.

"1-ლი ივლისიდან სოციალური დახმარებები ორჯერ იზრდება. ეს იყო განსაზღვრული ჯერ კიდევ მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამაში, შემდეგ აისახა ქვეყნის ბიუჯეტში. პროგრამა მოიცავს საქართველოს 435 000 მოქალაქეს. თუ ადრე, სოციალური დახმარება ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარი და ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარი იყო, ახლა ეს თანხა გაორმაგდა და ოჯახის პირველ წევრზე 60 ლარი და მომდევნო წევრებზე 48 ლარი შეადგინა", - განმარტა ნოე ქინქლაძემ.