2 ივლისს ქართულ-ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება

2 ივლისს ქართულ-ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება

მსხვილი ირანული კომპანიები ქართულ საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაეცნობიან. ირანის ისლამური რესპუბლიკის სავაჭრო დელეგაცია საქართველოს 1-5 ივლისს ეწვევა. 

2 ივლის საგამოფენო კომპლექს (მე–3 პავილიონი) ქართულ–ირანული ბიზნეს ფორუმი გაიმართება.

"ექსპო ჯორჯიაში" ორი დღის განმავლობაში ირანული პროდუქციის გამოფენა მოეწყობა. ამასთან ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის საქმიანი შეხვედრები გაიმართება.