საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების დაკავებებთან დაკავშირებით სერიოზული და ლეგიტიმური კითხვები არსებობს, რომელიც გამოძიების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს , - ამის შესახებ სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის წარმომადგენლები პროცესში ჩართული არიან და უახლოეს ხანში ომბუდსმენი სპეციალურ დასკვნას გამოაქვეყნებს.
"მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დაკავებებთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი სერიოზული და ლეგიტიმური კითხვა არსებობს. მთავარია, რომ ყველაფერი იყოს შესწავლილი. ჩვენი წარმომადგენლები ამ პროცესში ჩართული არიან, ვიძიებთ ყველა დეტალს, რომელიც ამ საქმეს უკავშირდება, მათ შორის - გუშინდელ სასამართლო პროცესს. სპეციალურ დასკვნას ძალიან მალე გამოვაქვეყნებთ. კითხვა არის ძალიან ბევრი. სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელიც გამოძიების კანონიერებას ეჭვქვეშ აყენებს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.