საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი, ელჩი ფილიპ დიმიტროვი საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების დაკავებებს გამოეხმაურა.
როგორც დიმიტროვმა აღნიშნა, პროცესები ლეგალურ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება სუფთა რეპუტაცია.
ამასთან, დიმიტროვის თქმით, როგორც აღნიშნულ დაკავებას, ასევე სხვა დაკავებებს ევროკავშრი თვალყურს ადევნებს.
"ჩვენ ამ პროცესებს ვადევნებთ თვალყურს, ისევე როგორც სხვა დაკავებებს, მაგრამ მთავარია, პროცესები ლეგალურ ჩარჩოებს არ გასცდეს და არ გაჩნდეს შეკითხვები. საქართველოს სუფთა რეპუტაცია ძალიან სჭირდება", - განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.