სოსო პავლიაშვილი:  პროკურორი, რომელიც ადუაშვილის მკვლელობის საქმეს იძიებდა, მოხსნეს

სოსო პავლიაშვილი: პროკურორი, რომელიც ადუაშვილის მკვლელობის საქმეს იძიებდა, მოხსნეს

პროკურორი, რომელიც ბიზნესმენ ავთანდილ ადუაშვილის საქმეს იძიებდა, მოხსნეს, - ამის შესახებ მომღერალი სოსო პავლიაშვილი გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს. 

"ეს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და ამიტომ გამოძიების დამთავრებამდე არაფრის თქმას არ ვაპირებ. ის პროკურორი, რომელიც საქმეს იძიებდა, მოხსნეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით", - აცხადებს პავლიაშვილი.

ამასთან, ის დარწმუნებულია, რომ მისი სიძე, ვახო ჩხაპელია, დამნაშავე არ არის.

ბიზნესმენი ავთო ადუაშვილი 2012 წლის ნოემბერში სავაჭრო ცენტრ "ქარვასლასთან" საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს. რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში არსებულ ზოგიერთ ჩვენებაში მკვლელობის შემკვეთად სოსო პავლიაშვილი სახელდება, რის გამოც, პავლიაშვილის საქმე ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი.