თბილისის მერიის 4 მაღალჩინოსანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

თბილისის მერიის 4 მაღალჩინოსანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ

თბილისის მერიის 4 მაღალჩინოსანისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას დღეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავის რაიონულმა სასამართლომ თბილისის მერიის მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ისინი ამჟამად გლდანის სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან გადაყვანილები. კიდევ ერთ ბრალდებულს თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარეს გიორგი საბანაძეს სასამართლომ დასუწრებლად ასევე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 23 აგვისტოსაა ჩანიშნული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ თბილისის მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი და მთაწმინდა - კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მათ სხვა პირებთან ერთად, მიითვისეს და გაფლანგეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა 48 930 822 ლარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.