ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს თბილისის საკრებულოს წევრს მამუკა გუგეშაშვილს დაკითხავენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს , მამუკა გუგეშაშვილისთვის უცნობია, თუ რა საკითხზე დაკითხავენ საგამოძიებო სამსახურში. საკრებულოში აცხადებენ, რომ გუგეშაშვილი საგამოძიებო სამსახურში "თბილსერვის ჯგუფთან" დაკავშირებულ საქმეზე უკვე რამდენჯერმე იყო დაბარებული.