დავით უსუფაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ეუთოს როლის გაძლიერებაზე მუშაობს

დავით უსუფაშვილი - საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ეუთოს როლის გაძლიერებაზე მუშაობს

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ეუთოს როლის გაძლიერებაზე მუშაობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა.

"სტამბულში გრძელდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა. იქ არის მნიშვნელოვანი რეზოლუციები, რომელთა შემუშავებაშიც ჩვენი დელეგაციაც მონაწილეობდა და მათი მიღება მოხდება. იქნება საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელობის არჩევნები. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, თუ ვის დავუჭერთ მხარს, რადგან გვინდა ეუთოს როლი გაძლიერდეს საქართველოში. როგორც იცით, დღეს ქვეყანაში მისი ფუნქციონირება შეზღუდულია რუსეთის პოზიციის გამო და ვეძებთ გზებს, რომ ასეთ ვითარებაში, ეუთოს როლი ჩვენთან სათანადოდ იყოს წარმოდგენილი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად კონკრეტული ფორმა და მექანიზმი ჯერჯერობით გამოძებნილი არ არის.

"მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.