თბილისის დაკავებულ ვიცე მერს თავდებში რესპუბლიკელი დეპუტატი ჩაუდგა

თბილისის დაკავებულ ვიცე მერს თავდებში რესპუბლიკელი დეპუტატი ჩაუდგა

თბილისის დაკავებულ ვიცე მერს დავით ალავიძეს თავდებში საქართველოს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი და რესპბლიკური პარტიის წარმომადგენელი ფრიდონ საყვარელიძე ჩაუდგა. საყვარელიძის გვარი თავდებობის იმ 23 კაციან სიაშია, რომელიც სასამართლოს დღეს, ალავიძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა წარუდგინა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მერიის ოთხი მაღალჩინოსნის საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 55 დღეში 23 აგვისტოს 11 საათზე გაიმართება. შემდეგ სხდომაზე მტკიცებულებების გაცვლა მოხდება