ორი დღის წინ საქართველოს ძალით პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის საპატრიარქოს „კრემლის ფილიალი“ უწოდა. ქვეყნის პირველი პირის ეს საჯარო განცხადება საზოგადოების და უფლებადამცველების თქმით ილია მეორის მოსკოვში ვიზიტს უკავშირდება. სააკაშვილმა ამ გააზრებული გამოსვლით საქართველოს პატრიარქი პრაქტიკულად „კრემლის ფილიალთან“ დამეგობრებულ სასულიერო პირად გამოაცხადა.
ადა მარშანია, პოლიტიკური გაერთიანება „წინააღმდეგობის მოძრაობა“:
„ჩვენს ქვეყანაში პრაქტიკულად მივიღეთ ბოლშევიკური ანუ ტოტალიტარული რეჟიმი. ასეთი მთავრობები ყოველთვის ებრძვიან ავტორიტეტულ ინსტიტუტებს. დევნიან კულტურას და რასაკვირველია რელიგიას.
იმ ფონზე, როდესაც ჩვენი პატრიარქი მეზობელ ქვეყანაში ძალიან რთული და დელიკატური მისიით იყო ჩასული, სააკაშვილის განცხადებები არის უჭკუო, უტაქტო და უზრდელური“.
გელა ნიკოლეიშვილი, ადვოკატი, უფლებადამცველი:
„მე ამ განცხადებას უფრო შურისძიებას დავარქმევდი. მოგეხსენებათ პატრიარქმა ბოლო პერიოდში მთავრობისთვის ძალიან არასასიამოვნო გადაწყვეტილებები მიიღო. მან ღიად სთქვა ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდესო, ილია მეორემ დემონსტრაციულად აარიდა თავი 23 ნოემბერს მასობრივ ზეიმში მთავრობის გვერდით ყოფნას. სააკაშვილის სიტყვები არ გახლავთ პუტინზე და რუსეთის საპატრიარქოზე განხორციელებული თავდასხმა ეს ილია მეორის შეურაცხყოფაა“.
23 ნოემბერს გაკეთებული განცხადება მიხეილ სააკაშვილის და მისი ლაქიების მიერ ეკლესიის და მართლმადიდებლობის შეურაცყოფის პირველი პრეცედენტი არ არის.
„ვარდების რევოლუციის”, ანუ მას შემდეგ, რაც ლიბერალთა ერთმა ჯგუფმა დემოკრატიული ღირებულებების დეკლარირებით სახელმწიფო ძალაუფლება ხელში ჩაიგდო, მართლმადიდებელ ეკლესიაზე შეტევის დროც დადგა. მათ კარგად ესმოდათ ამ ბრძოლის სირთულე. ხალხის სარწმუნოებისკენ შემობრუნება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისა და ეკლესიის დიდი ავტორიტეტი, რასაც აშშ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გამოკითხვებიც ადასტურებდა, მათთვის საფრთხეს შეიცავდა და კიდევ უფრო აშფოთებდა ულტრალიბერალურად განწყობილ „დემოკრატებს“.
2004 წლის 12 მარტს, გამთენიისას გლდანის მართლმადიდებლურ ეპარქიაში, სახელისუფლებო ძალების მიერ დაიწყო ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის სახელობის ტაძრის დარბევა. გამოიყენეს იარაღის ფართო არსენალი, ცეცხლსასროლი იარაღი, ცივი იარაღი, ხელკეტები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, მძიმე ტექნიკა - სამხედრო მანქანები. გადათელეს ტაძრის ღობეები და მრევლზე იერიში მიიტანეს.
მართლმადიდებელმა მრევლმა ტაძრის კარებისაკენ დაიხია და მკერდი მიუშვირეს სიკვდილს უფლისათვის და ღვთისმსახურებისთვის, რომელთაგან მამა ბასილი და მამა გაბრიელი ტაძარში იყვნენ ჩაკეტილნი, ხოლო მამა არჩილი მრევლთან ერთად ტაძრის ცენტრალურ კარებს იცავდა. ტაძრის კარებთან სიკვდილის პირამდე სცემეს ხალხი. ბოლოს, მძიმე ტექნიკით შეანგრიეს ტაძრის გვერდითა კარები. ჟანდარმერიის ჯარები ამ დროს მთლიანად განლაგდა ეკლესიის ეზოში, ხოლო შავნიღბოსანთა ბატალიონი შეიჭრა ღვთის სახლში.
მამა ბასილი ეკლესიაში შეჭრილებს ამბიონზე მთავარანგელოზ მიქაელის ხატით გულში ჩახუტებული დახვდა. ნიღბოსნებმა იგი ცემით ძირს დააგდეს და წიხლებით გაათრიეს გარეთ, შემდეგ კი ცემითვე მანქანაში ჩატენეს და რაიონული პოლიციის სამმართველოში გადაიყვანეს...
2007 წლის 18 მაისს ჩამოღამებულ ფერიაზე ბულდოზერები გამოჩნდა. თითქმის დასრულებული ტაძარი დილით მიწასთან გასწორებული დახვდათ ფერიელებს. ეკლესიის შენების ნებართვა არ არსებობდაო, – დაიწყო ფიცი-მტკიცი მთავრობამ...
ცოტა ხნის წინ, „თავისუფლების ინსტიტუტის“ წევრის, თეა თუთბერიძის მიერ, "ფაცებოოკ"-ზე გავრცელებულ, პატრიარქის გაშარჟებულ ვიდეო განცხადებას, საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ამ მასალაზე ილია მეორის სურათზე დამონტაჟებული იყო ხმა, რომელიც ისეთ ეფექტს ქმნიდა, თითქოს პატრიარქი მიხეილ სააკაშვილს უცენზუროდ იხსენიებდა და ხალხს მისი დამხობისკენ მოუწოდებდა. პატრიარქის შეურაცხყოფა, მაშინ საზოგადოების დიდმა ნაწილმა დაგმო. თუთბერიძე კი აცხადებდა, რომ ასეთი ვიდეოების დამზადება-გავრცელება სიტყვის თავისუფლების შემადგენელი კომპონენტია და პატრიარქს იმიტომ ებრძვის, რომ მისი ძმისშვილი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელია....
2010 წლის 11 მაისს, ზუგდიდიელმა პოლიციელებმა, ქალაქში არსებული წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დაარბიეს. განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულმა სამართალდამცავებმა ყოველგვარ მორალურ თუ ადამიანურ ზღვარს გადააბიჯეს და ის მანქანაც დაცხრილეს რომელშიც ეკლესიის წინამძღვარი მამა ანდრია ლიპარტია იჯდა...
მთავრობის და მათი ხელქვეითების ასეთ ქმედებებს შეიძლება დავარქვათ ერთი სახელი – იდეოლოგიური სატანიზმი. დაჯგუფების ლიდერებად კი შეგვიძლია მოვისაზროთ სააკაშვილი, ბოკერია, თუთბერიძე და საქართველოს დანაშაულებრივი მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები.
ცნობისთვის, მსოფლიოში მრავლად არიან იდეოლოგიური სატანიზმის მომხრეები. რატომ უწოდებენ ეს ადამიანები საკუთარ თავს სატანისტებს, მათი არგუმენტი ასეთია: „ჩვენ ვართ ანტიქრისტიანები შესაბამისად ქრისტიანებისთვის ვართ სატანისტები.“
მაგალითად, ასეთი ტიპის დაჯგუფებების მიერ სკანდინავიაში განხორციელდა არაერთი ეკლესიის დარბევა თუ განადგურება...
რეალურად თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სატანიზმის ეს განხრა კომერციული მიზნებისთვის არის შექმნილი და მის პოპულარიზაციაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიც მონაწილეობენ.
ირმა ინაშვილი, ჟურნალისტი: „2004 წლის აგვისტოში, როდესაც ჯერ კიდევ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე პუბლიცისტიკის ჯგუფის ხელმძღვანელად ვმუშაობდი, ჩემს კოლეგებთან ერთად დამიბარეს ტელევიზიის სათათბირო დარბაზში. როდესაც „საგანგებო თათბირზე” შევედი, დარბაზში დამხვდნენ "თავისუფლების ინსტიტუტის” ხელმძღვანელები და მხარდამჭერები: ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, სოზარ სუბარი, ლაშა ბუღაძე, ბექა მინდიაშვილი, ნოდარ ლადარია, ბასილ კობახიძე, მამუკა ხერხეულიძე, თამარ კინწურაშვილი... ამ ადამიანებმა, ანუ ჩვენი ქვეყნისა და ერის დიდმა „მოსიყვარულეებმა” პირდაპირ დაგვირიგეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციას. პიარ-გეგმის თანახმად, პირველი არხის გადამღებ ჯგუფებს მონასტრებში მოღვაწე დედები და მამები მაქსიმალურად ნეგატიურ ჭრილში უნდა წარმოგვეჩინა, რათა ამას გამოეწვია საზოგადოების უნდობლობა და ზიზღი ეკლესიისადმი. ჩვენ უნდა გვეჩვენებინა საპატრიარქო, როგორც შურიან, მოქიშპე მღვდელმსახურთა ბუდე. უნდა გაგვეკრიტიკებინა ქართული საეკლესიო გალობა, წირვა; ხაზი უნდა გაგვესვა, რომ მრევლი გაუნათლებელია და არ იცის კონკრეტული საეკლესიო დღესასწაულების ისტორია და არსი.
ახლოვდებოდა ფერისცვალების დღესასწაული. „თავისუფლების ინსტიტუტის” „ლიდერშიფი” გვაძლევდა რეკომენდაციას, - გამოგვეკითხა მრევლი და გვეჩვენებინა, რომ დიდმა ნაწილმა არ იცის, რას ნიშნავს ფერისცვალება...“
1019
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85